- ატრომიტოსი 0:2 (0:0) ლეგია
- ვაკო გვილიას გუნდი ევროპალიგის პლეი ოფში ითამაშებს
ვაკო გვილიას ლეგია ევროპალიგის პლეი ოფშია - პოლონურმა კლუბმა საბერძნეთში ქართველი ლეგიონერის წყალობით, 2:0 დაამარცხა ატრომიტოსი და ორი მატჩის ჯამში ამავე ანგარიშით იმარჯვა.
ვაკო გვილიამ შეუცვლელად ითამაშა, 29-ე წუთზე სტოლარსკიმ მისი გადაცემით გახსნა ანგარიში, ხოლო 51-ე წუთზე ვაკო მარჯვნიდან ჩაწოდებულს დაუხვდა და ახლო მანძილიდან დაუმუშავებლად აიღო ბერძნული კლუბის კარი.
პლეი ოფში ლეგია დანიური მიდტიულანდისა რეინჯერსის წყვილის გამარჯვებულს შეხვდება.
კომენტარები