Thumbnail

იაპ სტამი: დინამოსთან დაპირისპირებაში ჯერ არაფერი დასრულებულა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • იაპ სტამმა მედიის წარმომადგენელთა კითხვებს უპასუხა
  • სტამი საკუთარი გუნდის თამაშით კმაყოფილია

თბილისის დინამომ უეფას ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა სტუმრად როტერდამის ფეიენოორდთან ჩაატარა და უშანსოდ, ოთხბურთიანი სხვაობით - 0:4 დამარცხდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, როტერდამის ფეიენოორდის მთავარმა მწვრთნელმა იაპ სტამმა მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა.

იაპ სტამი: საოცარი კომბინაცია იყო თამაშისა და ქომაგების ფანტასტიკური მხარდაჭერის. შესვენებაზე 1:0-ით გავედით, რაც სახიფათო ანგარიში იყო. მატჩის დასასრულს რამდენიმე შანსი მივიღეთ და გამოვიყენეთ. ჩვენ კონცენტრირებულნი ვიყავით და დაცვაშიც კარგად ვითამაშეთ.

ვერ ვიტყვით, რომ ევროპალიგის პლეი ოფში ვართ. ჯერ არაფერი დასრულებულა. როგორც მოთამაშემ საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე და ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი დასრულდა. ჩვენ თბილისშიც აქტიურად უნდა დავიწყოთ თამაში და მეტოქეს წინააღმდეგობის გაწევის საშუალება არ უნდა მივცეთ.

კომენტარები

ბოლო ამბები