Thumbnail

დადასტურდა: უეინ რუნი ინგლისში მოთამაშე-მწვრთნელად ბრუნდება! 

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • უეინ რუნი დერბი ქაუნთის მოთამაშე-მწვრთნელი იქნება
  • 33 წლის ფორვარდი მუშაობას და თამაშს იანვრიდან დაიწყებს

ინგლისის ნაკრების ყოფილი გოლეადორი უეინ რუნი სამშობლოში ბრუნდება! დერბი ქაუნთის მფლობელმა მელ მორისმა 33 წლის თავდამსხმელთან შეთანხმება ოფიციალურად დაადასტურა. რუნი ახლა MLS-ის კლუბ დი სი იუნაიტედში თამაშობს, 2020 წლის იანვრიდან კი დერბის მოთამაშე-მწვრთნელი იქნება.

ევერტონის და მანჩესტერ იუნაიტედის ექს-ფორვარდი სამშობლოში დღეს ჩაფრინდა და დერბის ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა. მისი კონტრაქტი 18-თვიანი იქნება.

შეგახსენებთ, რომ უეინ რუნი MLS-ში 2018 წლის ზაფხულში, ევერტონში 1-წლიანი დაბრუნების შემდეგ, უფასოდ გადავიდა. მანამდე ის მანჩესტერ იუნაიტედის ღირსებას იცავდა, სადაც 559 მატჩში 253 გოლი გაიტანა. ინგლისის ნაკრებში რუნის 120 მატჩში 53 გოლი აქვს გატანილი. უეინი MLS-შიც შესანიშნავად თამაშობს - ერთ წელიწადში, 46 შეხვედრაში 25 გოლის გატანა შეძლო და რამდენიმე გოლი ულამაზესი გამოუვიდა.

📋 მეტი ამ თემაზე:

აღსანიშნავია, რომ რუნის გადაბირებაზე ბარნლი და ვესტ ბრომვიჩიც ფიქრობდნენ. დერბიში ივლისის დასაწყისში ჰოლანდიელი ფილიპ კოკუ დაინიშნა, რომელმაც ჩელსიში დაბრუნებული ფრენკ ლამპარდი შეცვალა. რუნი კოკუსთან ერთად იმუშავებს და ითამაშებს.

"ბედნიერი ვარ, რომ დერბი ქაუნთიმ ასეთი შანსი მომცა. მიხარია, რომ იანვრიდან ფილიპ კოკუსთან ერთად ვიმუშავებ და ვითამაშებ კიდეც," - განაცხადა რუნიმ.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს პრემიერლიგას?

  • მანჩესტერ სიტი
  • ლივერპული
  • ტოტენჰემი
  • ჩელსი
  • მანჩესტერ იუნაიტედი
  • არსენალი
  • ვულვზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები