Thumbnail

თბილისურ დერბის როი მაკაი დაესწრო - ჰოლანდიელი დინამოს აკვირდებოდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • როი მაკაი თბილისის დინამოს დააკვირდა
  • ჰოლანდიელი ფეიენოორდში იაპ სტამის ასისტენტია

მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო არენაზე, თბილისის ლოკომოტივმა დინამო თბილისს უმასპინძლა და 0:6 დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ დინამოს 4 დღეში როტერდამში უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის, სადაც 'დე კუიპზე' ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში, ფეიენოორდს დაუპირისპირდება.

თბილისურ დერბის ცნობილი ჰოლანდიელი ფეხბურთელი როი მაკაი დაესწრო, რომელიც ფეიენოორდში კარიერის ბოლო წლებში თამაშობდა. მაკაი 2013 წლიდან 2015 წლამდე ფეიენოორდის 19-წლამდელთა გუნდსაც წვრთნიდა.

როტერდამელთა მთავარი მწვრთნელი ყოფილი ჰოლანდიელი მცველი იაპ სტამი გახლავთ. მაკაი სწორედ მისი ასისტენტია.

📸 როი მაკაი მიხეილ მესხი 2-ის ტრიბუნაზე

კომენტარები

ბოლო ამბები