Thumbnail

ზაურ შაჰიმოვი: ჩვენს ფეხბურთელს ოპერაცია სჭირდება... დინამო ძალიან ძლიერია!

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • გაბალას მწვრთნელის ასისტენტის პრესკონფერენცია დინამოსთან მატჩის შემდეგ 
  • სტუმართა ფეხბურთელს ქირურგიული ჩარევა სჭირდება

ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში, დინამო თბილისმა აზერბაიჯანულ გაბალას უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. ფელის ვისენტეს გუნდი მესამე ეტაპზე გავიდა, სადაც ჰოლანდიური ფეხბურთის გრანდს, როტერდამის ფეიენოორდს შეხვდება. დინამომ ორი მატჩის ჯამში მეტოქე 5:0 დაამარცხა.

მატჩის დასრულების შემდეგ, მედიასთან გაბალას მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ზაურ ჰაშიმოვმა ისაუბრა და შეხვედრა შეაფასა.

ზაურ ჰაშიმოვი: "ბევრჯერ აღვნიშნე, რომ დინამო კარგი და ძლიერი გუნდია. აზერბაიჯანულ მედიაში არსად შემხვედრია სათაურები იმის შესახებ, რომ ეს დინამო სუსტია. გაბალა შეუთამაშებელია, ბევრი ახალი ფეხბურთელი გვყავს. გვქონდა შანსები, თუმცა გუნდში განხორციელებულმა ცვლილებებმა ამ შედეგამდე მიგვიყვანა. ჩვენს ფეხბურთელს მოტეხილობა აქვს. ზუსტად არ ვიცით, რა ადგილას ფიქსირდება მოტეხილობა, თუმცა ქირურგიული ჩარევა აუცილებელია."

პირველი ტაიმის მიწურულს, აზერბაიჯანული კლუბის ხორვატი ფეხბურთელი ივიცა ზუნიჩი საკმაოდ მძიმედ დაშავდა. სტუმართა 30 წლის ცენტრალურმა მცველმა, ტრავმა თანაგუნდელთან შეჯახების შემდეგ მიიღო.

ზუნიჩს ‘დინამო არენაზე’ პირველი დახმარება სასწრაფოს ექიმებმა აღმოუჩინეს. ფეხბურთელი ცოტა ხნით სასწრაფო დახმარების ავტომობილში მოათავსეს, რამდენიმე წუთის შემდეგ კი კლინიკაში გადაიყვანეს.

კომენტარები

ბოლო ამბები