Thumbnail
  • 1 აგვისტო | ⌚ 21:00 | ⚽ დინამო თბ. (საქართველო) V გაბალა (აზერბაიჯანი)
  • ჟურნალისტების კითხვებს ფელის ვისენტეს ასისტენტმა ჩისკომ უპასუხა

1 აგვისტოს, ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში თბილისის დინამო აზერბაიჯანულ გაბალას დაუპირისპირდება. მატჩი "დინამო არენაზე" გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება. პირველი შეხვედრა თბილისურ კლუბს 2:0 აქვს მოგებული.

დინამომ წინასამატჩო ვარჯიში გამართა, რის შემდეგაც გუნდის მთავარმა მწვრთნელის ასისტენმა ჩისკო მუნიოსმა ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა…

ჩისკო: რა თქმა უნდა, რთული თამაში გველოდება. გუნდის შემადგენლობაში დიდი ცვლილებები არ იქნება. გაბალა კარგი გუნდია და რამდენიმე კარგი ფეხბურთელი ჰყავს, რომლებსაც შეუძლიათ შეხვედრის ბედის შეცვლა. ჯერ გადაწყვეტილი არაფერია და ბოლომდე უნდა ვითამაშოთ.

ხვალ ჩვენ გულშემატკივრის დახმარება გვჭირდება. თითოეული გულშემატკივარი, რომელიც თამაშზე მოვა გაგვაძლიერებს. ყველა მატჩი ერთმანეთისგან განსხვავდება და კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ხვალინდელ შეხვედრაში ბოლომდე ყურადღებით ვიქნებით.

დღეს, პრესკონფერენციაზე ფელისის ნაცვლად მოვედი. ამის საშუალება მან მომცა და ძალიან ბედნიერი ვარ. 

მედიასთან თბილისის დინამოს ნახევარმცველმა გიორგი პაპავამაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუნდმა უპირატესობა ხელიდან არ უნდა გაუშვას და ბოლომდე იბრძოლოს.

გიორგი პაპავა: ყველა გუნდს მიაჩნია, რომ ბოლომდე ბრძოლა შეუძლია. აზერბაიჯანში ბევრად მეტი მომენტი შევქმენით. მეტოქეს პატივს ვცემთ, მოდუნება არ შეიძლება და იმავე სტილში უნდა ვითამაშო, როგორც აზერბაიჯანში.

კომენტარები

ბოლო ამბები