Thumbnail
  • 'მარკამ' წლეულს მეორე ლეგენდა აირჩია
  • პირველი პრიზის მფლობელი მაიკლ ჯორდანია

ესპანურმა ყოველდღიურმა გაზეთმა "მარკამ" მარკას ლეგენდის ტიტული მადრიდის რეალის ყოფილ სუპერვარსკვლავ კრიშტიანო რონალდოს გადასცა.

სხვათა შორის, პრიზი პორტუგალიელს თავად რეალის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა გადასცა და თბილადაც მოიკითხა.

პრიზი რონალდომ წარმატებული საფეხბურთო კარიერისთვის მიიღო. დაჯილდოების ცერემონიალი მადრიდის რეინა ვიქტორიას თეატრში გაიმართა. პერესთან ერთად კრიშტიანოს პრიზი "მარკას" დირექტორმა ხუან იგნასიო გალიარდომ გადასცა. 

"ეს ტროფეი ჩემს მუზეუმში ძალიან მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს. მადრიდი განსაკუთრებული ქალაქია, მე ბევრს ვმოგზაურობ, მაგრამ მადრიდის ნაირი ქალაქი ბევრი არ არის. ეს პრიზი იმ დროს მახსენებს, რაც რეალში თამაშისას გავატარე.

ეს ესპანური პრიზია და ყველას მადლობა მინდა ვუთხრა, ვინც პრიზის მიღებაში დამეხმარა. იმედი მაქვს, აქ მალე დავბრუნდები. 

რონადლო იმ ათლეტთა რიცხვს შეუერთდა, რომლებიც "მარკამ" ოფიციალურად მონათლა ლეგენდებად - რაფაელ ნადალი, მაიკლ ჯორდანი, მაიკლ ფელპსი, მარკ მარკესი, პაუ გასოლი, მიგელ ინდურაინი, უსაინ ბოლტი, როჯერ ფედერერი და სხვები ამ პრიზის მფლობელები არიან.

ფეხბურთელებისგან კი პრიზი ლიონელ მესის, რაულ გონსალესს, დიეგო მარადონას, ჩავი ერნანდესს, პელეს, პაულო მალდინისა და სხვებს მიუღიათ მიუღიათ.

"მარკას" პირველი ლეგენდა მაიკლ ჯორდანი გახდა 1997 წელს, წლეულს პრიზი ბოლომ მოციგურავე ხავიერ ფერნანდესმა მიიღო. 

კომენტარები

ბოლო ამბები