- დაუჯერებელი სცენები საფრანგეთიდან
- ‘ჯოჯოხეთის მთიდან’ დაშვებისას ასობით ბაიკერი დაეცა
ერთი შეხედვით რთულია იმის აღქმა, რაც ამ სცენებში ჩანს, რეალურად კი, ვიდეოში ასობით ექსტრემალი ბაიკერის მასობრივ ავარიას ნახავთ.
ეს ამბავი საფრანგეთის სათხილამურო კურორტ Les Deux Alpes-ში, მოყინულ დაღმართზე დაშვებისას მოხდა. 25-კილომეტრიან ტრასაზე ამ ყოველწლიურ რბოლას Mountain Of Hell-ს (ჯოჯოხეთის მთა) უწოდებენ. წლევანდელი რბოლა მართლაც ჯოჯოხეთური გამოვიდა!
დაშავებულთა რაოდენობაზე ზუსტი ცნობები არ გავრცელებულა. ოფიციალური ინფორმაციით, სერიოზულად არავინ დაშავებულა, გამარჯვება კი ფრანგმა კილიან ბრონმა იზეიმა, რომელმაც ფინიშზე ნახევარ საათში მიაღწია.
კომენტარები