Thumbnail

ვესტ ბრომვიჩმა 59 წლის სპეციალისტი ჩელსისთან საშინაო მარცხის (0:4) შემდეგ გაათავისუფლა. პულისმა მიდლენდური კლუბი გასავარდნი ზონიდან 1 პოზიციის და 1 ქულის დაშორებით დატოვა - თითქმის ზუსტად ისე, როგორც 2015 წელს ჩაიბარა.

ძალისმიერი ფეხბურთის და გრძელი პასის მოყვარული უელსელი სპეციალისტი ფართო მასებმა სტოკ სიტიში მოღვაწეობისას გაიცნო, როდესაც ჩრ. ინგლისური კლუბი პრემიერლიგაში ამოიყვანა და შემდეგ ლიგაში ერთ-ერთ ანგარიშგასაწევ ძალად აქცია. 

2013 წელს, სტოკიდან წამოსვლის შემდეგ, პულისი ლონდონის კრისტალ პალასში დაინიშნა. პალასში გატარებული 2013-14 წლების სეზონის შემდეგ პულისი პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. შეგახსენებთ, რომ უელსელი ბოლო ბრიტანელი მწვრთნელია, ვინც ამ ჯილდოს მოპოვება მოახერხა.

ტონი პულისის პოზიციაზე ვესტ ბრომვიჩი ალან პარდიუს და ნაიჯელ პირსონს განიხილავს. 

კომენტარები

ბოლო ამბები