Thumbnail

გიგაშვილი გორგოძესთან ითამაშებს - ქართველმა გრენობლი დატოვა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბექა გიგაშვილმა გრენობლი დატოვა და ტულონში ითამაშებს
  • საქართველოს ნაკრების მორაგბემ 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი, ბექა გიგაშვილი კარიერას ტულონში გააგრძელებს და TOP 14-ში ითამაშებს. გიგაშვილი ტულონში მამუკა გორგოძესთან ერთად იასპარეზებს. ბექასთვის ეს მესამე ფრანგული კლუბია. ის შამბერისა და გრენობლის ღირსებას იცავდა.

მისი ყოფილი კლუბი გრენობლი TOP 14-დან გავარდა. მათ გადათამაშება ბრივთან დათმეს და PRO D2-ში იასპარეზებენ. გიგაშვილმა ტულონთან 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და ის გუნდში 2022 წლამდე დარჩება. ბექას ეროვნულ ნაკრებში 7 მატჩი აქვს ჩატარებული და სავარაუდოდ, მსოფლიოს თასის გაფართოებულ სიაშიც მოხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები