Thumbnail

U17 საქართველოს ნაკრები სლოვაკეთთან არასაფეხბურთო ანგარიშით დამარცხდა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • განვითარების თასი.
  • U17 საქართველო 1:8 U17 სლოვაკეთი.
  • საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ტურნირზე მე-5 ადგილი დაიკავა.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა განვითარების თასზე ბოლო შეხვედრა გამართა და სლოვაკეთთან არასაფეხბურთო ანგარიშით, 1:8 დამარცხდა. შედეგად, გიორგი ნემსაძის გუნდმა ტურნირი მე-5 ადგილზე დაასრულა.

თუ ბოლო შეხვედრას არ ჩავთვლით, U17 საქართველოს ნაკრებმა მინსკის ტურნირზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა: ჯგუფურ ეტაპზე ყაზახეთი (3:2) და მოლდოვა (3:0) დაამარცხა, პლეი ოფში კი ბელგიას მოუგო (3:1). იყო მარცხი უკრაინის ძლიერ ნაკრებთან, თუმცა სლოვაკეთთან დაფიქსირებული შედეგი მართლაც მოულოდნელია.

შედეგიდანაც ჩანს, რომ მთელი მატჩი სლოვაკეთის 17-წლამდელთა ნაკრების კოლოსალური უპირატესობით წარიმართა. ქართველთაგან ერთადერთი გოლი გიორგი გულიაშვილის ანგარიშზეა. 

კომენტარები

ბოლო ამბები