Thumbnail

ასტონ ვილამ ლამპარდის დერბი დაამარცხა და პრემიერლიგაში დაბრუნდა!

  • ასტონ ვილა 2:1 დერბი ქაუნთი
  • ვილას ტიუმფი უემბლიზე - ლამპარდის დერბი ჩემპიონშიფში დარჩა...

2019 წლის ჩემპიონშიფის პლეი-ოფის ფინალში, უემბლიზე ასტონ ვილამ ფრენკ ლამპარდის დერბი ელ-ღაზის და მაკგინის გოლებით 2:1 დაამარცხა.

ვილა მატჩს 2:0 იგებდა, როდესაც 81-ე წუთზე მარტინ ვაგჰორნმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, თუმცა ეს ვერძებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

ასტონ ვილა პრემიერლიგიდან 2015-16 წლების სეზონის შემდეგ, ლიგაში ბოლო - მე-20 ადგილით და 17 ქულით გავარდა. შარშან იგივე პლეი-ოფის ფინალი ჯონ ტერის კაპიტნობით გუნდმა ფულემთან წააგო.

კარიერის დასრულების შემდეგ ტერიმ მუშაობა ვილაში, მწვრთნელის - დინ სმიტის ასისტენტად განაგრძო. სმიტი პოსტზე წელს დაინიშნა და დაწინაურებისათვის ბრენტფორდის ყოფილ მწვრთნელს სულ რაღაც ერთი სეზონი დასჭირდა.

🎨 დინ სმიტის კარიკატურა დღევანდელი ტრიუმფის შემდეგ

კომენტარები

ბოლო ამბები