- სიტი სპორტინგის ნახევარმცველის დამატებას აპირებს
- პეპ გვარდიოლა 24 წლის ფეხბურთელს მთელი სეზონია აკვირდება...
მანჩესტერ სიტი და მანჩესტერ იუნაიტედი სპორტინგის შემტევის - ბრუნო ფერნანდეშის გამო იბრძვიან, მაგრამ დიდი ალბათობით 24 წლის ფეხბურთელი სიტიში გადავა.
პეპ გვარდიოლა პორტუგალიის ნაკრების და სპორტინგის მოთამაშეს დიდი ხანია აკვირდება და მასში £47.2 მილიონის გადახდას აპირებს.
ფერნანდეში შემტევი ნახევარმცველია, რომელიც თამაშს ცენტრალურ ზონაში ამჯობინებს. მიმდინარე სეზონში 19 გოლი გაიტანა და 13-ჯერ სხვას გაატანინა.
24 წლის ფერნანდეშის კარიერის დიდი ნაწილი იტალიას უკავშირდება, სადაც მან ნოვარას, სამპდორიას და უდინეზეს რიგებში ითამაშა.
კომენტარები