Thumbnail

ჩხუბი ლიდსისა და ასტონ ვილას მატჩში, ბიელსას ღირსეული საქციელი

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლიდსი 1:1 ასტონ ვილა
  • პრემიერლიგა 2-მა უკვე გაინაღდა

ჩემპიონშიფის 45-ე ტურში ლიდსი ასტონ ვილას მასპინძლობდა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. შეხვედრა კი სკანდალური გამოდგა.

შეხვედრის 72-ე წუთზე ასტონ ვილას ფეხბურთელმა კოჯიამ ტრავმა მიიღო, სტუმრებს ეგონათ, რომ ლიდსი ბურთს მოედნის ფარგლებს გარეთ გადააგდებდა და თამაში გაჩერდებოდა, მაგრამ რობერტსმა მატეუშ კლიჩს გადაცემა გაუკეთა და ამ უკანასკნელმა ასტონ ვილას გოლიც გაუტანა, რასაც მინდორზე ჩხუბი მოჰყვა. მსაჯმა ასტონ ვილას ფეხბურთელი ენუარ ელ-გაზი მინდვრიდან გააძევა და ასტონ ვილა 10 კაცით დარჩა.

ლიდსის მწვრთნელმა მარსელო ბიელსამ ფეხბურთელებს უთხრა, რომ ასტონ ვილასთვის გოლის გატანის საშუალება მიეცათ, რასაც ლიდსის მოთამაშე პონტუს იანსონი არ დაეთანხმა და მეტოქისთვის ხელის შეშლა სცადა, რაც არ გამოუვიდა. ასტონ ვილამ ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

პრემიერლიგაში გადმომსვლელი ორი გუნდის ვინაობა უკვე გაირკვა. მომავალ სეზონში ინგლისის უმაღლეს ლიგაში ნორვიჩი და შეფილდ იუნაიტედი ითამაშებენ, ხოლო მომდევნო 4 გუნდი უკვე პლეი ოფში ჩაერთვება და ისე იბრძოლებს პრემიერლიგაში დაბრუნებისთვის. ორივე გუნდი საპლეიოფო ზონაში დარჩა და პრემიერლიგაში გადმოსვლისთვის ბრძოლას უკვე ასე გააგრძელებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები