Thumbnail

ბორჯღალოსნებს რაგბი ევროპისთვის ერთი მორაგბე გამოაკლდათ

  • რაგბი ევროპა 10 თებერვალს იწყება.
  • დანაკლისი რაგბი ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე. 

პრო დ2-ის მე-19 ტურის შეხვედრაში, ბექა შეყლაშვილის კოლომიემ ბექა ბიწაძის ნარბონს უმასპინძლა და მეტოქე 25:9 დაამარცხა. შეხვედრის დასაწყისში ბექა ბიწაძემ ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. როგორც სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, ბიწაძის ტრავმა სერიოზულია და ქართველი მორაგბე სამი თვე ვერ ითამაშებს. ეს ტრავმა მიმდინარე სეზონში პირველი არ გახლავთ, ბიწაძემ ბოლო სამი თვის განმავლობაში ტრავმა მესამედ მიიღო.

ქართველი მორაგბე რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩებსაც გამოტოვებს. შეგახსენებთ, რომ სეზონი ქუთაისში , ბელგიასთან მატჩით იხსნება.

პრო დ2-ის მიმდინარე სეზონში ბიწაძემ 10-მატჩში ორჯერ მოახერხა ლელოს დადება. ბორჯღალოსანმა ვანთან და ორიაკთან მოახერხა ლელოების დადება. ნარბონი პრო დ2-ის გასავარდნ ზონაშია, გუნდი 29-ქულით მე-15 ადგილს იკავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები