Thumbnail

ჟვანიამ ინგლისში მეორე ლელო დადო და ორიგინალურად აღნიშნა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ექსეტერ ჩიფსი 19:26 უოსპსი
  • ჟვანიამ ლელო მე-60 წუთზე დადო

პრემიერშიფის მე-19 ტურში ზურა ჟვანიას უოსპსმა სტუმრად ექსეტერ ჩიფსი 26:19 დაამარცხა, რითიც ამ გუნდთან გასვლაზე პირველი და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. 'სანდი პარკზე' გამართულ შეხვედრაში ჟვანიას გუნდმა პირველი ტაიმი 21:12 მოიგო, ხოლო მეორე ტაიმის მე-60 წუთზე ჟვანიამ ლელო დადო და უოსპსს ბოლო ქულები მოუტანა.

ზურამ პრემიერშიფში მეორედ გამოიჩინა თავი. მან პირველი ლელო წინა ტურში უორჩესტერ უორიორსის წინააღმდეგ დადო. ჟვანიას გუნდს 47 ქულა აქვს და ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე, პლეი ოფში გასასვლელად იბრძვის. ზურას გუნდის მომდევნო მეტოქე ჩემპიონატის მეორეადგილოსანი სარასენსი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები