Thumbnail

თითქმის ჩემპიონი - ლაშა დვალმა უნგრეთის ჩემპიონატში ისევ გაიტანა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • მეზოკოვეშდი 1:2 ფერენცვაროში
  • ლაშა დვალის მეორე გოლი უნგრეთის ჩემპიონატში

უნგრეთის ჩემპიონატში დამაჯერებლად ლიდერობს ლაშა დვალის ფერენცვაროში, რომელმაც 28-ე ტურში სტუმრად მეზოკოვეშდს 2:1 მოუგო.

სტუმრები აგებდნენ, როცა 48-ე წუთზე ქართველმა მცველმა გაათანაბრა ანგარიში. სტუმრებმა კუთხური მოაწოდეს და დვალმა ახლო მანძილიდან თავით გაიტანა. 

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეუცვლელად ითამაშა. ფერენცვაროში 64 ქულით ლიდერია და მეორე ადგილზე მყოფ მოლ ვიდის 11 ქულით უსწრებს. 

23 წლის ლაშა დვალის ანგარიშზე 8 თამაშში 2 გოლია. მან წინა ტურში პაკშის კარშიც გაიტანა, თუმცა ოფიციალურად ეს გოლი პაკშის ფეხბურთელის ავტოგოლად ჩაითვალა. 

კომენტარები

ბოლო ამბები