Thumbnail

ეტო'ო: ბარსელონას წარმატებაში მე უფრო დიდ როლს ვთამაშობდი, ვიდრე მესი

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • სამუელ ეტო'ომ ხოსეპ გვარდიოლასთან ურთიერთობის მომენტები გაიხსენა
  • კამერუნელი ფეხბურთელი პეპზე ნაწყენია

ბარსელონას ყოფილმა თავდამსხმელმა, სამუელ ეტო'ომ, ხოსეპ გვარდიოლას ფორმაციის ბარსელონაში გატარებული წლები გაიხსენა. კამერუნუელმა beIN SPORTS-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. ეტო'ომ განაცხადა, რომ გვარდიოლა მთელი ცხოვრება ბარსელონაში ცხოვრობდა, მაგრამ იმ პერიოდში, როდესაც სამუელი ბარსელონაში თამაშობდა, ის გუნდს ვერ უგებდა და გუნდის ცხოვრების რიტმს ფეხს ვერ უწყობდა.

"გვარდიოლას ვუთხარი, რომ ჩემთვის ბოდიში უნდა მოეხადა, რადგან ბარსელონას წარმატებაში ყველაზე დიდ როლს მე ვთამაშობდი და არა მესი. ლეო მოგვიანებით გამოჩნდა. შეგიძლიათ ჰკითხოთ ჩავის, ინიესტას და სხვებს, რომლებიც გეტყვიან, რომ ეს ჩემი ერა იყო," - განაცხადა ეტო'ომ.

ბარსელონას წარმატებების შემოქმედი მე ვიყავი!

"ბარსელონას წარმატებების შემოქმედი მე ვიყავი და პეპს შეუძლია, პატიება მთხოვოს. ჩემი აგენტი მოვიდა და მითხრა, რომ კლუბმა სატრანსფერო ბაზარზე დამაყენა. ეს ძალიან გამიკვირდა, მან კი მიპასუხა, რომ ეს გვარდიოლას თხოვნით მოხდა. მან ინტერს შანსი მისცა, რომ საუკეთესო ტრანსფერი განეხორციელებინა," - დასძინა კამერუნელმა.

კომენტარები

ბოლო ამბები