- ცედევიტა 1:2 (სერია) ბუდუჩნოსტი
- გოგა ბითაძე 13 ქულა და 7 მოხსნა
გოგა ბითაძის ბუდუჩნოსტი ადრიატიკის ლიგის ფინალშია, სადაც ცრვენა ზვეზდასთან დუელში (ფინალი სამ მოგებამდეა) შეეცდება ტიტულის დაცვას. მესამე, გადამწყვეტ მატჩში, რომელიც ხორვატიაში გაიმართა, მონტენეგროელებმა ცედევიტასთან 78:73 გაიმარჯვეს.
ადრიატიკის ლიგის რეგულარული სეზონის MVP ბითაძემ 21:30 წუთში 13 ქულა, 7 მოხსნა და 1 ბლოკი მიითვალა. გოგას მონაგარი მეტი იქნებოდა, რომ არა საჯარიმოებიდან სროლის მისთვის უჩვეულოდ ცუდი პროცენტი - 10-დან მხოლოდ 4 ჩააგდო. ქართველი ცენტრის წინააღმდეგ 8-ჯერ დაჯარიმდნენ, რაც საუკეთესო მაჩვენებელია. მარგი ქმედების კოეფიციენტით (12) გოგა მესამე იყო გორდიჩისა და კლარკის შემდეგ.
ცედევიტას შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების ყოფილმა გამთამაშებელმა ჯეიკობ პულენმა 14 ქულა მიითვალა.
ცედევიტა 73:78 ბუდუჩნოსტი (ჰაილაითები)
კომენტარები