Thumbnail

გურამ ქუთათელაძე UFC-ში - პირველი ბრძოლა ჩეჩენ სპორტსმენთან

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი UFC-ში 
  • ქუთათელაძე პირველ ბრძოლას ზაფხულში გამართავს

UFC-ში კიდევ ერთი ქართველი იასპარეზებს. გურამ ქუთათელაძე მსუბუქ წონაში იჩხუბებს და პირველ ბრძოლას ჩეჩენ მიარბეკ ტაისმოვთან გამართავს. დაპირისპირება ზაფხულში გაიმართება და შვედეთში შედგება. 

გურამ ქუთათელაძემ სპორტული კარიერა რუსეთში დიწყო, შემდეგ შვედეთში გადავიდა და დიდი ხანია ამ ქვეყნის სახელით ასპარეზობს, თუმცა ყოველთვის ხაზს უსვამს თავის წარმომავლობას. 

“სალამ ალეიქუმ! მენეჯერმა დამირეკა და მითხრა რომ შვედეთში მოდიხარ ჩემთან საბრძოლველად. ჩემ წონაში საუკეთესო ვარ სკანდინავიაში და მინდა რომ ქომაგებს კარგი ბრძოლა ვაჩვენოთ. დიდი ხანია კავკასიელთან არ მიბრძოლია. პატივს გცემ და გელოდები”. -  სწორედ ამ სიტყვებით მიმართა გურამ ქუთათელაძემ ჩეჩენ მებრძოლს.

კომენტარები

ბოლო ამბები