Thumbnail

ატლეტიკომ ხირონას ვერ მოუგო - კოშტამ და გრიზმანმა ერთზე მეტი ვერ გაიტანეს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ატლეტიკომ ხირონას უმასპინძლა და 1:1 დაუზავდა.
  • ვინჩენცო მონტელას სევილიამ სტუმრად 3:0 მოუგო ესპანიოლს.

ლა ლიგის მე-20 ტურში მადრიდის ატლეტიკომ ვანდა მეტროპოლიტანოზე კატალონიურ ხირონას უმასპინძლა და 1:1 დაუზავდა. აღსანიშნავია, რომ ამ გუნდებმა პირველ წრეშიც ფრე ითამაშეს. 

მატჩის 34-ე წუთზე თომასმა დიეგო კოშტა მოძებნა საჯარიმოში, რომელმაც თავით დაუგდო ანტუან გრიზმანს და ანგარიში გაიხსნა. 

ხირონამ ატლეტიკოს ამ სეზონში 4 ქულა დააკარგვინა.

73-ე წუთზე ატლეტიკოს საჯარიმოში არეულობით პორტუმ ისარგებლა, რომელმაც მეკარე ობლაკს დაასწრო და გაათანაბრა - 1:1. 

ამის შემდეგ ატლეტიკომ ბევრი ვერაფერი გაახერხა. ის კი არა, ერთ ეპიზოდში იან ობლაკი უხეშობისთვის გასაძევებელიც იყო, თუმცა მსაჯმა ყვითელი ბარათი იკმარა. 

დიეგო სიმეონეს 350-ე ოფიციალური მატჩი ატლეტიკოს თავკაცის პოსტზე 

დიეგო კოშტა ტრავმის გამო შეცვალეს. მას კუნთი აქვს დაჭიმული

ატლეტიკო ლიდერ ბარსელონას 8 ქულით ჩამორჩება, ვალვერდეს გუნდი, ბეტისთან მოგების შემთხვევაში, 11 ქულით დაწინაურდება.

მონტელას პირველი გამარჯვება ლა ლიგაში

ატლეტიკო - ხირონას თამაშამდე სევილია ესპანიოლს ესტუმრა და 3:0 იმარჯვა. გოლები ფრანკ ვასკესმა, პაბლო სარაბიამ და ლუის მურიელმა გაიტანეს. ეს ვუნჩენცო მონტელას პირველი გამარჯვებაა ლა ლიგაში. 

სევილიამ ლა ლიგაში მეათასე მატჩი მოიგო.

ვალენსია აუტსაიდერთან დამარცხდა

ექსპერიმენტული შემადგებლობით მოთამაშე ვალენსია კანარის კუნძულებზე დაისაჯა - აუტსაიდერ ლას პალმასთან 1:2 წააგო. სტუბრემს ორივე ცენტრალური მცველი - გაბრიელ პაულისტა და რუბენ ვეზუ - გაუძევეს.

კომენტარები

ბოლო ამბები