Thumbnail
  • TOP 14-ის მე- 19 ტურის ქართველებისთვის უიღბლო აღმოჩნდა
  • სამმა ქართველი მორაგბემ ტრავმა მიიღო

TOP 14-ის 19 ტურში სამმა ქართველმა მორაგბემ ტრავმა მიიღო. სამწუხაროდ, ამ 3 მორაგბიდან 2 ეროვნული ნაკრების წევრია, ხოლო დავით ზირაქაშვილს სანაკრებო კარიერა დასრულებული აქვს.

მე-19 ტურში ტულონმა მონპელიეს უმასპინძლა და 18:21 დამარცხდა. მონპელიეს რიგებში კოტე მიქაუტაძემ და მიხეილ ნარიაშვილმა ითამაშეს. ორივე მორაგბემ ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. ნარიაშვილს მარცხენა მუხლზე პრობლემა ჰქონდა, რის გამოც ორშაბათს ოპერაცია ჩაუტარდა და ორი თვის განმავლობაში თამაშს ვერ შეძლებს. მიქაუტაძემ ტრავმა ტულონთან მე-6 წუთზე მიიღო და 4 კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს.

დავით ზირაქაშვილმა ტრავმა პოსთან შეხვედრაში მიიღო. ქართველმა მორაგბეს კოჭი დაუზიანდა, რის გამოც მატჩი ნაადრევად დატოვა. ექიმების განცხადებით, ზირაქაშვილი აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში დაბრუნდება.

კომენტარები

ბოლო ამბები