Thumbnail
  • ლაშა დვალი ტრავმის გამო ნაკრებს გამოაკლდა
  • საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლს 23 მარტს იწყებს

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის საქართველოს ნაკრები 18 მარტს შეიკრიბება, თუმცა ვლადიმირ ვაისის სიაში ერთი იძულებითი ცვლილება უკვე განხორციელდა - უნგრული ფერენცვაროშის მცველი ლაშა დვალი ვერ ითამაშებს და ის დამატებითი სიიდან გიორგი ნავალოვსკიმ შეცვალა. 

უნგრეთის ჩემპიონატში მოლ ვიდისთან მატჩში ქართველი მცველი 57-ე წუთზე გამოცვალეს. მატჩის შემდეგ ის აცხადებდა, რომ იმედი ჰქონდა, MRI ტესტირება სერიოზულ დაზიანებას არ აღმოაჩენდა. თუმცა, როგორც ჩანს, სანაკრებო მატჩებში მისი თამაში შეუძლებელია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლს 23 მარტს იწყებს, თბილისში შვეიცარიის ნაკრებთან მატჩით. 26 მარტს კი სტუმრად ირლანდიას ეთამაშება.  

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი, გერმანია), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო ბათუმი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია).

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ჯანო ანანიძე (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი) თორნიკე ოქრიაშვილი.

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ). 

კომენტარები

ბოლო ამბები