Thumbnail

საქართველო ასეულთან ახლოს - ფიფამ წლის პირველი რეიტინგი გამოაქვეყნა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ფიფა/კოკა კოლას 2018 წლის პირველი რეიტინგი გამოქვეყნდა.
  • რეიტინგის პირველ ათეულში ცვლილებები არ განხორციელებულა.

ფიფა/კოკა კოლას 2018 წლის პირველი სანაკრებო რეიტინგი გამოქვეყნდა. იანვარში ცვლილება არ შეხებია საქართველოს პოზიციას.

ვლადიმირ ვაისის გუნდი 322 ქულით კვლავაც 104-ე ადგილზე რჩება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ამხანაგური მატჩის ჩატარება აზერბაიჯანთან 2 თებერვალს ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ შემდეგ თამაშის გადადება გადაწყდა.

► აზრი არ ჰქონდა - ვლადიმირ ვაისი აზერბაიჯანთან მატჩის გადადების მიზეზზე

24 იანვარს, ვლადიმირ ვაისის გუნდი უეფას ახალ ტურნირში - ერთა ლიგაში თავისი მეტოქეების ვინაობას შეიტყობს. საქართველოს ნაკრები ლიგა D-ში იასპარეზებს, სადაც პირველ კალათაში იქნება განთესილი.

► საქართველოს ნაკრები პირველ კალათაში - შესაძლო მეტოქეები ცნობილია

ცვლილებები არ განხორციელებულა ტოპ-ათეულში. ცხრილს კვლავ მსოფლიოს ჩემპიონი გერმანია ლიდერობს, მეორე ადგილზე ბრაზილიაა, ხოლო მესამეზე - პორტუგალია.

ფიფა/კოკა კოლას იანვრის რეიტინგი

1 (1). გერმანია - 1602 
2 (2). ბრაზილია - 1483 
3 (3). პორტუგალია - 1358 
4 (4). არგენტინა -1348 
5 (5). ბელგია -1325 
6 (6). ესპანეთი - 1231 
7 (7). პოლონეთი - 1209 
8 (8). შვეიცარია - 1190 
9 (9). საფრანგეთი - 1183 
10 (10). ჩილე - 162

104 (104). საქართველო 322.

კომენტარები

ბოლო ამბები