Thumbnail

7 კაცა | საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკასთან ივარჯიშა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველოს 7-კაცა ნაკრების ერთკვირიანი შეკრება სამხრეთ აფრიკაში
  • ''ბორჯღალოსნებმა'' სამხრეთ აფრიკის A ნაკრებთან ივარჯიშეს

საქართველოს 7-კაცა ნაკრები სამხრეთ აფრიკაშია, სადაც ერთკვირიან შეკრებას გადის. შეკრების დასრულების შემდეგ, ნაკრები ზიმბაბვეში გადაინაცვლებს და საერთაშორისო ტურნირს ითამაშებს.

''ბორჯღალოსნებმა'' დღეს სამხრეთ აფრიკის A ნაკრებთან ერთობლივი ვარჯიში გამართეს. ვარჯიშის დროს ოთხი 10 წუთიანი ტესტ მატჩი ჩატარდა, სადაც გუნდებმა სხვადასხვა სათამაშო კომპონენტები დახვეწეს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს 7-კაცა ნაკრები ევროპის გრანპრის სერიებისა და 2020 წლის ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ტურნირისთვის ემზადება და აფრიკული ტურნე მზადების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია.

7-კაცამ სამხრეთ აფრიკაში, კეიპტაუნში შეკრება ადრეც გაიარა და მწვრთნელები იქ მიღებული გამოცდილებით კმაყოფილი დარჩნენ. ამიტომ, როდესაც ზიმბაბვეს ტურნირიდან მოწვევა მიიღეს გადაწყდა, რომ მანამდე ერთკვირიანი შეკრება სამხრეთ აფრიკაში გაევლოთ.

კომენტარები

ბოლო ამბები