Thumbnail

ვინ წაიყვანს ავსტრალიას რუსეთში? მარსელო ბიელსა ერთ-ერთი კანდიდატია

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • სოკერუსი ახალ მწვრთნელს ეძებს.

ავსტრალიის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, ნაკრების მთავარი მწვრთნელის წარდგენა თებერვლის შუა რიცხვებში მოხდება. ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორის დევიდ გალოპის თქმით კანდიდატებთან გასაუბრება დასრულებულია და ამჟამად განხილვა მიმდინარეობს.

ფეხბურთის მმართველი ორგანო კანდიდატების სიას არ აქვეყნებს თუმცა ცნობილი გახდა, რომ გასაუბრება მარსელო ბიელსამ, სლავენ ბილიჩმა, გრემ არნოლდმა და ბერტ ვან მარვიკმა გაიარეს.

ამ სამსახურმა ბევრი დიდი სახელი დააინტერესა და ვნახოთ რა გამოვა

"ჩვენი საფეხბურთო პანელის ფარგლებში მწვრთნელის საკითხზე შიდა და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად ვმუშაობთ. მათშორის არიან ნაკრების ყოფილი მოთამაშეები მარკ შვარცერი, მარკ ბრეშიანო და სტან ლაზარიდისი. გარკვეული კრიტერიუმები დავაწესეთ და კანდიდატურებს ამ კრიტერიუმების მიხედვით ვაფასებთ." განაცხადა გალოპმა

მარსელო ბიელსას სანაკრებო გამოცდილება
არგენტინა 1998-2004
ჩილე 2007-2011

გალოპმა ახალი მწვრთნელის სამომავლო პერსპექტივაზეც ისაუბრა "ისეთი ადამიანი უნდა იყოს, ვინც ავსტრალიას მსოფლიო ჩემპიონატზე ღირსეულად გაიყვანს და მომავალ წელს ნაკრებს აზიის თასზეც გამოადგება. ამ სამსახურმა ბევრი დიდი სახელი დააინტერესა და ვნახოთ რა გამოვა."

ჟერარ ულიემ და ენდი როქსბურიმ უნდა მოგვცენ რჩევა... რატომ?

ფოქს სპორტის მიმომხილველი რობი სლეიტერი ამბობს, რომ ავსტრალიამ მწვრთნელის ასარჩევად კონსულტატნები დაიქრივა "გავიგე, რომ კონსულტანტები ავიყვანეთ. ჟერარ ულიემ და ენდი როქსბურიმ უნდა მოგვცენ რჩევა... რატომ? რა იციან მათ ავსტარლიის ნაკრებზე? ალბათ არაფერი."

ავსტრალიის ნაკრები სირიასთან გამართული მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩის წინ

ავსტრალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ნოემბრის შემდეგ ვაკანტურია, ნაკრების მწვრთნელმა ანგელოს პოსტეკოღლუმ სირიასთან მსოფლიო ჩემპიონატის საერთაშორისო პლეი-ოფში გამარჯვების შემდეგ თანამდებობა დატოვა.

► ტიმ კეჰილის შეკვეთილი სიხარული

კომენტარები

ბოლო ამბები