Thumbnail
  • ლეონიდ სლუცკის კომენტარი ჯანოს ტრანსფერზე
  • მიზეზი: ხელფასი და ორმაგი დაბეგვრა
ჯანო ანანიძემ 18 წლის ფეხბურთელ გოგონას უცხოეთში მკურნალობა დაუფინანსა

ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ჯანო ანანიძე არნემის ვიტესში გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ბოლო მომენტში ეს ტრანსფერი ჩაიშალა და ჯანო მოსკოვის სპარტაკმა რუსეთშივე, კრილია სოვეტოვში გაანათხოვრა. მაშინვე რამდენიმე ვერსია გავრცელდა, თუ რატომ ჩაიშალა ანანიძის ტრანსფერი. თავად ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ჰოლანდიაში წასვლა სურდა. 

ახლახან ამ კითხვას პასუხი ვიტესის რუსმა მწვრთნელმა და ამ ტრანსფერის ერთ-ერთმა ინიციატორმა ლეონიდ სლუცკიმ გასცა:

"ანანიძე მართლაც შეიძლებოდა ვიტესის ფეხბურთელი გამხდარიყო, მაგრამ ვერ გადმოვიდა ორმაგი დაბეგვრის წესის გამო. რა თქმა უნდა, მისი ხელფასის ნაწილი სპარტაკს უნდა ეხადა, რადგან ჩვენ ასეთ ხელფასს ცხოვრებაში ვერ გადავიხდით. ორ ქვეყანაში სხვადასხვანაირი საგადასახადო წესებია - აქ, ჰოლანდიაში 51%, რუსეთში - 13%.

ჰოლანდიური წესებით კი, არ შეიძლება ფეხბურთელის შემოსავალი დაიქვითოს, როგორც ჰოლანდიაში, ისე სხვა ქვეყანაში ერთდროულად. იურისტების ამ მოთხოვნის გამო ტრანსფერი არ შედგა. რა თქმა უნდა, ჯანოს ხელფასი სამარაში უფრო მეტია, ვიდრე აქ მიიღებდა", - განაცხადა სლუცკიმ. 

კომენტარები

ბოლო ამბები