Thumbnail

ყველაზე მნიშვნელოვანი კაცი იორკშირში - ბიელსა ფანებს უყვართ!

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ლიდსი პრემიერლიგაში დაწინაურებასთან ისეა ახლოს, როგორც არასდროს...
  • 'საფეხბურთო ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ფანები არიან'

მარსელო ბიელსამ ლიდს იუნაიტედი ივნისში ჩაიბარა, არგენტინელს კლუბში რევოლუციის მოსაწყობად, სულ რაღაც 9 თვე დასჭირდა. პრობლემური სელექციის და მართვის მქონე კლუბი, ბიელსამ ბრძოლისუნარიან ძალად აქცია - რისთვისაც ის ფანებს ძალიან უყვართ.

თუმცა, გარდა სპორტული კუთხით გამოცოცხლებისა, ბიელსამ კლუბის ფანებთან დამოკიდებულებაც შეცვალა. სექტემბერში მთავარმა მწვრთნელმა, კლუბის მესვეურებს გამოათვლევინა, თუ რამდენი საათi უწევთ ფანებს მუშაობა იმისთვის, რომ მატჩის ბილეთი იყიდონ, რაც ფეხბურთელებს მოახსენა და მათ ფანებისადმი პასუხისმგებლობაზე დააფიქრა.

ბიელსა შემოდგომიდან მოყოლებული, რეგულარულად ესწრება კლუბის ახალგაზრდული გუნდის თამაშებს, რათა ზუსტად იცოდეს კლუბში მიმდინარე პროცესები - ყველა ასაკობრივ დონეზე. სარეზერვო გუნდის თამაშებზე მას ხშირად აქვს პირდაპირი კომუნიკაცია დამსწრე გულშემატკივრებთან.

"საფეხბურთო ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, ეს ის ხალხია, ვისაც მაისური და კლუბი უყვარს." - ამბობს ბიელსა. ლიდს იუნაიტედი დღეს ჩემპიონშიფში 64 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება, თუმცა მეორე ადგილოსან შეფილდ იუნაიტედსაც 64 ქულა აქვს, პლუს ლიდსს ერთი თამაში აქვს რეზერვში და პრემიერლიგაში დაწინაურებასთან ისეა ახლოს, როგორც არასდროს, უმაღლესი ლიგიდან გავარდნის შემდეგ (2003-04).

კომენტარები

ბოლო ამბები