- ბრამბისი 54:17 ჩიფსი
- ჩენს პენაიმ ჩიფსთან სუპერ რაგბის კარიერაში პირველი დუბლი შეასრულა
სუპერ რაგბის მეორე კვირაში ავსტრალიურმა ბრამბისმა ზელანდიური ჩიფსი 37 ქულის სხვაობით გაანადგურა - 54:17. ბრამბისის 25 წლის მორაგბემ ჩენს პენაიმ ამ მატჩში დუბლი შეასრულა. მან ჩიფსს ორი ლელო დაუდო. განსაკუთრებით ლამაზი მეორე ლელო გამოვიდა, რომელიც მან მატჩის 52-ე წუთზე დადო. ავსტრალიურმა გუნდმა სწრაფი შეტევა წამოიწყო და ბრწყინვალე გუნდური შეტევა ჩენს პენაიმ დაასრულა.
პირველი კვირის რჩეული როსკო სპეკმანის მიერ შტორმერსთან დადებული ლელო გახდა.
კომენტარები