Thumbnail

'პროვანსი ჩემთვის გამოწვევაა' - ალხაზაშვილი PRO D2-ში ითამაშებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი PRO D2-ში ითამაშებს
  • ალხაზაშვილი საფრანგეთის რანგით მეორე სარაგბო ლიგაში სეზონის ბოლომდე დარჩება

ბადრი ალხაზაშვილმა ერთი თვის წინ ტულონი დატოვა და ლიონს შეუერთდა. ქართველმა TOP 14-ის კლუბთან ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი ალხაზაშვილი ლიონს მომავალი სეზონიდან შეუერთდება, მანამდე ქართველი მორაგბე PRO D2-ის პროვანსში ითამაშებს. ალხაზაშვილი სეზონს აქ დაასრულებს და მომავალი სეზონიდან უკვე TOP 14-ში ითამაშებს.

ბადრის ახალი გუნდი PRO D2-ში მე-7 ადგილზეა და პლეი ოფის ზონას 2 ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში პროვანსის მეტოქე შალვა სუთიაშვილის ანგულემი იქნება. PRO D2-ში რეგულარული სეზონის დასრულებამდე 8 ტური რჩება.

ბადრი ალხაზაშვილი: 'პროვანსი ჩემთვის კარგი შესაძლებლობაა, ვითამაშებ ამბიციურ და მაღალი დონის კლუბში. მომავალ სეზონში ლიონში ვიქნები, მაგრამ აქ დროის გასაყვანად არ ვარ. ერთი წელია არ მითამაშია და მსურს, რომ მოედანს მალე დავუბრუნდე და სეზონის დასასრულს კლუბს წარმატება მოვუტანო. პროვანსი ჩემთვის კარგი გამოწვევაა.'

კომენტარები

ბოლო ამბები