Thumbnail

შავდათუაშვილმა მოგუშკოვთან წააგო! ლაშა რეპეშაჟში იჭიდავებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • დიუსელოდორფის გრანდ სლემის მეორე დღე
  • საქართველოს სახელით ტატამზე 4 ძიუდოისტი გავიდა

დიუსელოდრფის გრანდ სლემის მეორე დღეს საქართველოს სახელით ოთხმა ძიუდოისტმა იჭიდავა: ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ), ფრიდონ გიგანი (73კგ), გიორგი კაციაშვილი (81კგ) და ბექა დონღვანი (81კგ).

ფრიდონ გიგანი პირველივე ბრძოლაში დამარცხდა. მას იაპონელმა, მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, შოჰეი ონომ აჯობა. ონომ შეხვედრა დამატებით დროში მოპოვებული ვაზარით მოიგო.

ფრიდონ გიგანი V შოჰეი ონო 

ლაშა შავდათუაშვილმა ტურნირი კარგად დაიწყო და პირველ მეტოქეს, ჩეხ იაკუბ ჯეჩმინეკს წუთსა და 19 წამში იპონით სძლია.

ლაშამ მეორე დაპირისპირებაში კორეელ კანგს ვაზარით სძლია, თუმცა მუსა მოგუშკოვთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა. შავდათუაშვილი ერთადერთი ძიუდოისტია, რომელიც მედლისთვის ბრძოლას აგრძელებს.

ბექა დონღვანმა (81კგ) პირველივე ბრძოლა წააგო. მას აზერბაიჯანელმა ფაგან გულუზადამ სძლია.

გიორგი კაციაშვილმა ტურნირი წარმატებით დაიწყო. ქართველმა ძიუდოისტმა სლოვაკი ფილიპ სტანცელი წუთსა და 35 წამში იპონით დაამარცხა. კაციაშვილმა მეორე ბრძოლა ბულგარელ ივაილო ივანოვთან გამართა და მასთან იპონით წააგო, რითიც ასპარეზობას დაემშვიდობა.

კომენტარები

ბოლო ამბები