Thumbnail

საქართველოს ნაკრების მცველმა უნგრეთში პირველი გოლი გაიტანა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • დებრეცენი 2:1 ფერენცვაროში
  • დვალმა ფერენცვაროშში მე-2 მატჩში 1-ელი გოლი გაიტანა

უნგრეთის  OTP Bank Liga-ს 21-ე ტურში ბუდაპეშტის ფერენცვაროში სტუმრად დებრეცენთან 1:2 დამარცხდა.

ამ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა საქართველოს ნაკრების მცველმა ლაშა დვალმა. სწორედ მან 29-ე წუთზე თანაგუნდელის დარტყმულს საჯარიმოში ფეხი დაუხვედრა და ანგარიში გახსნა. ეს დვალის პირველი გოლია უნგრეთის ჩემპიონატში. ფერენცვაროშმა ეს უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და ჩემპიონატში მე-4 მარცხი იწვნია. მიუხედავად ამისა, დვალის გუნდი 43 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს, დებრეცენი კი 34 ქულით მესამე ადგილზეა. 

23 წლის ლაშა დვალი ფერენცვაროშში პოლონური პოგონიდან გადავიდა. დვალი სკონტოში, ქასიმფაშაში, დუისბურგში, შლიონსკში, ირტიშში და პოგონში თამაშობდა. ამ სეზონში პოგონში 13 თამაშში 1 გოლი აქვს გატანილი, ფერენცვაროშში კი მეორე მატჩი ჩაატარა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ლაშა დვალს 12 თამაშში 1 გოლი აქვს გატანილი. 

ლაშა დვალის გოლი დებრეცენის კარში 

View this post on Instagram

@l_dvali33 V #debrencen #hungary #geofootball

A post shared by Sportmiambe (@sportmiambe1) on

კომენტარები

ბოლო ამბები