Thumbnail
  • ტულონი - ბენეტონ ტრევიზო 36:0.
  • ბასტარომ მეტოქეს შეურაცხყოფა მიაყენა.
  • 6-კვირიანი ან ერთწლიანი დისკვალიფიკაცია.

ჩემპიონთა თასის მეხუთე ტურის შეხვედრაში, მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და ბადრი ალხაზაშვილის ტულონმა ტრევიზოს 36:0 მოუგო. არცერთი ქართველი განაცხადში არ ყოფილა.
მატჩის დასასრულს ინციდენტი მოხდა. მატიუ ბასტაროსა და სებასტიან ნეგრის შორის დაწყებული შელაპარაკების შემდეგ, ბასტარომ მეტოქეს ჰომოფობიური სიტყვებით მიმართა : ''Fucking Faggot''.

რაგბის სამყაროში ბასტაროს დასჯას ითხოვენ. მათ სურთ, რომ ფრანგი მორაგბე დროებით ჩამოშორდეს რაგბის. შესაძლოა, დისკვალიფიკაციის ხანგრძლივობა 6-კვირიდან ერთწლამდე იყოს, რაც ალბათობას ზრდის, რომ 3 თებერვალს ირლანდიასთან გასამართ მატჩში ტულონის მორაგბე საფრანგეთის ნაკრების ვერ დაეხმარება. შეგახსენებთ, რომ ექვსი ერის გათამაშება 3 თებერვალს დაიწყება.

ბასტარომ ტვიტერის საკუთარ გვერდზე საზოგადოებას მოუბოდიშა. ‘’ჩემი პასუხის გამო, მსურს იტალიელ მორაგბეს მოვუბოდიშო. ცუდად მოვიქეცი, პროვოკაციას წამოვეგე. გულწრფელად ვწუხვარ იმ ხალხზე, რომელსაც ჩემი საქციელი ეწყინათ.

კომენტარები

ბოლო ამბები