Thumbnail
  • 📅 14 თებერვალი | ⌚ 21:55 | ⚽ ლაციო V სევილია | 📺 SILK UNIVERSAL
  • ლაციოს ორი ლიდერის თამაში საეჭვოა

იმის მიუხედავად, რომ ლაციოც და სევილიაც ევროპის მასშტაბით ცნობილი და გამოცდილი კლუბები არიან, ხუთშაბათს ამ გუნდების პირველი საპლეიოფო მატჩი ევროპალიგაზე, რომელიც რომის "ოლიმპიკოზე" გაიმართება, ამ გუნდებისთვის ისტორიაში პირველი ოფიციალური დაპირისპირება იქნება. 

სიმონე ინძაგისა და პაბლო მაჩინის გუნდები დანაკარგით ხვდებიან. ევროპალიგის სამგზის გამარჯვებულის წინააღმდეგ დიდი ალბათობით, ვერ იქნება ლაციოს ერთ-ერთი ლიდერი სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი, რომელიც ტრავმირებულია. ჩირო იმობილემ ემპოლის წინააღმდეგ ტრავმა მიიღო და ასევე საეჭვოა მისი თამაში. ფელიპე ლუისი გამოჯანმრთელდა, მაგრამ ითამაშებს თუ არა 21 წლის ბრაზილიელი ჯერ უცნობია. აი, ჯორდან ლუკაკუსა და უოლესის თამაში კი გამორიცხულია. თუ ჩირო იმობილე ვერ ითამაშებს, მაშინ სასტარტოში მის ნაცვლად ხოაკინ კორეა დაიწყებს, რომელიც ლუის ალბერტოს შეუწყვილდება. 

ხოაკინ კორეას შანსი

სევილიას არ ეყოლება ახალწვეული მაქსიმილიან ვიობერი, რომელსაც ევროპალიგაზე სევილიის მაისურით თამაშის უფლება არ აქვს. ალეიშ ვიდალი და მაქსიმ გონალონი ტრავმირებულები არიან და მათი თამაში თითქმის გამორიცხულია. 

საინტერესო ფაქტები

⚽ სევილიამ ევროპალიგაზე ბოლო 14 მატჩიდან 12 მოიგო.

⚽ ბოლო 12 თამაშიდან (ევროპალიგა) 9-ში სევილიამ მოიგო, როგორც პირველი ტაიმები, ისე მატჩები.

⚽ ევროპალიგაზე ლაციოს ბოლო 8 მატჩიდან 7-ში 2.5 გოლზე მეტი გავიდა. 

⚽ ევროპალიგაზე სევილიას ბოლო 7 მატჩიდან 6-ში 2.5 გოლზე მეტი გავიდა.

სავარაუდო შემადგენლობები

ლაციო (3-5-2): პროტო - ფელიპე ლუისი, რადუ, აჩერბი - რომულო, პაროლო, ლეივა, ბერიშა, დურმისი - ხ. კორეა, ლუის ალბერტო

სევილია (3-5-2): ვაცლიკი - მერკადო, ამადუ, კარისო - ხესუს ნავასი, ბანეგა, მესა, ფ. ვასკესი, ესკუდერო - ბენ იედერი, პრომესი 

ევროპალიგა. პლეი ოფი. I მატჩები

ფენერბაჰჩე 1:0 ზენიტი

ბატე V არსენალი

გალათასარაი V ბენფიკა

რაპიდი V ინტერი

სლავია V გენკი

კრასნოდარი V ლევერკუზენი

რენი V ბეტისი

ოლიმპიაკოსი V დინამო კ. 

სპორტინგი V ვილიარეალი

ციურიხი V ნაპოლი

მალმიო V ჩელსი

შახტარი V აინტრახტი

სელტიკი V ვალენსია

პლზენი V დინამო ზ.

ბრიუგე V ზალცბურგი 

კომენტარები

ბოლო ამბები