Thumbnail
  • ევერტონი 0:2 მანჩესტერ სიტი
  • 0:1 ლაპორტი (45+2), 0:2 ჟესუსი (90+7)

მანჩესტერ სიტიმ პრემიერლიგის 27-ე ტურის მატჩში ევერტონს სტუმრად 0:2 მოუგო. 'ქალაქელებმა' უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვეს. სიტიმ 27-ე ტურის მატჩი ნაადრევად ჩაატარა, რადგანაც 24 თებერვალს ჩელსისთან ინგლისის ლიგის თასის ფინალი ელის.

მანჩესტერელებმა 'გუდისონ პარკზე' გოლი პირველი ტაიმის დამატებულ დროში გაიტანეს. გვარდიოლას გუნდი ემერიკ ლაპორტის თავური დარტყმით დაწინაურდა - 0:1. სიტიმ მეორე გოლი უკვე მატჩის ბოლო წუთებზე გაიტანა. ევერტონის ფეხბურთელებმა შეცდომა დაუშვეს, დე ბრუინის გადაცემით გაბრიელ ჟესუსმა ისარგებლა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 0:2.

სიტის 62 ქულა დაუგროვდა და ლივერპულს გაუთანაბრდა. ამ დროისთვის მანჩესტერელები პრემიერლიგას ლიდერობენ, მაგრამ ლივერპულს ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

პეპ გვარდიოლა: 'ძალიან კარგი იყო, როდესაც პირველი ტაიმის ბოლოს გოლი გავიტანეთ. ეს ძალიან დაგვეხმარა. მეორე ტაიმში მეტოქე ბევრს ეცადა, მაგრამ ჩვენ მიზანს მაინც მივაღწიეთ.'

მატჩის მიმოხილვა 📺

კომენტარები

ბოლო ამბები