Thumbnail
  • ბარსელონა 2:2 ვალენსია
  • ლეო მესის დუბლი და ტრავმა

ესპანეთის ლა ლიგის 22-ე ტურის ცენტრალურ მატჩში ბარსელონამ 'კამპ ნოუზე' ვალენსიას უმასპინძლა და 2:2 დაუზავდა. ამის მიუხედავად, ბარსელონა კვლავ ერთპიროვნული ლიდერია 50 ქულით, ვალენსია 30 ქულით მე-7 ადგილზეა. 

24-ე წუთზე ანგარიში კევინ გამეირომ გახსნა. 31-ე წუთზე მასპინძელთა კარში სერხი რობერტოს უხეშობის გამო პენალტი დაინიშნა, რომელიც ვალენსიას კაპიტანმა დანი პარეხომ გამოიტანა. მალევე პენალტი სტუმართა კარში დაინიშნა, რომელიც ლიონელ მესიმ გაიტანა. 

ლიონელ მესიმ ვალენსიას კარიერაში 27 გოლი გაუტანა.    

ბარსელონამ 64-ე წუთზე გაათანაბრა, არტურ ვიდალის პასით მესიმ დუბლი შეასრულა. ხუთ წუთში არგენტინელი დაშავდა. მართალია, ის მოედანზე დაბრუნდა, მაგრამ სავარაუდოდ, ტკივილის გამო ნაკლებად აქტიურობდა.

სტუმართა რიგებში საუკეთესო კაპიტანი პარეხო იყო

ბარსელონა 2:2 ვალენსია

გოლები: 0:1 გამეირო (24), 0:2 პარეხო (32-პენ), 1:2 მესი (39-პენ), 2:2 მესი (64)

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სემედუ (46. ალბა), პიკე, ვერმალენი, სერხი რობერტო - ალენია (66. არტური), რაკიტიჩი, არ. ვიდალი - მესი, ლუის სუარესი, კოუტინიო (84. მალკომი) 

ვალენსია (4-4-2): ნეტო - პიჩინი, გარაი, გაბრიელ პაულისტა, ლატორე - ვასი, კოკლენი (72. კონდოგბია), პარეხო, ჩერიშევი - როდრიგო (79. მინა), გამეირო (40. ფ. ტორესი)  

კომენტარები

ბოლო ამბები