Thumbnail

ბენზემას დუბლი ჟირონასთან! რეალი თასის ნახევარფინალში გავიდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ჟირონა 1:3 რეალი
  • 0:1 ბენზემა (27), 0:2 ბენზემა (43), 1:2 პედრო პორო (71), 1:3 ლორენტე (76)

ესპანეთის თასზე ბოლო ნახევარფინალისტი გამოვლინდა. ჟირონამ 'მონტილივიზე' რეალს უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა. სტუმრებმა ანგარიში 27-ე წუთზე ბენზემას გოლით გახსნეს. ფრანგმა შემტევმა პირველ ტაიმში დუბლი შეასრულა და რეალს ორბურთიანი უპირატესობა მოუპოვა.
 

ჟირონამ ანგარიშში სხვაობა მეორე ტაიმში შეამცირა, პედრო პორომ 71-ე წუთზე გაიტანა, თუმცა 5 წუთში მარკოს ლორენტემ კატალონიელებს კიდევ ერთი გოლი გაუტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. რეალმა ორი მატჩის ჯამში ჟირონას 7:3 მოუგო. ნახევარფინალურ წყვილებს წილისყრა გამოავლენს.

ნახევარფინალში ითამაშებენ: ბარსელონა, რეალი, ბეტისი, ვალენსია

მატჩის მიმოხილვა 📺

კომენტარები

ბოლო ამბები