Thumbnail

'ემილიანო სალას თვითმფრინავის ნაწილები ნაპოვნია' - აცხადებს პოლიცია

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • თვითმფრინავის პირველი ნაწილები ნაპოვნია
  • ორი სავარძლის ნაწილი და რამდენიმე მეტალის კონსტრუქცია...

21 იანვარს არგენტინელი თავდამსხმელის - ემილიანო სალას კერძო თვითმფრინავი ლა მანშის სრუტეში, ინგლისის არხების საზღვაო ტერიტორიაზე გაუჩინარდა, თვითმფრინავის პირველი დეტალები კი დღეს, საფრანგეთის სანაპიროზე იპოვნეს.

სავარძლის ორი ნაწილი ნორმანდიის სანაპირო ზოლზე სოფელ სურტანვილთან, თვითმრფინავის რადარზე შემჩნეული ბოლო ლოკაციიდან დაახლოვებით 20 მილის მოშორებით, ფრანგმა მესაზღვრეებმა შეამჩნიეს.

ბრიტანული საგამოძიებო ბიურო აცხადებს, რომ წყალქვეშა სამძებრო სამუშაოები მიმდნარე კვირის ბოლოს დიწყება. სამუშაოების დროს ბრიტანელები სპეციალურ ტქენიკას - წყალქვეშა სკანერს გამოიყენებენ, რომელიც თავდაპირველად პრიორიტეტულ ზონებს დაათვალიერებს.

კომენტარები

ბოლო ამბები