Thumbnail
  • შოტლანდიური Sportsmail ამტკიცებს, რომ მსოფლიოს თასის წინ შოტლანდიის ნაკრები თბილისში გვეწვევა.
  • მსოფლიოს თასამდე შოტლანდიასთან ორი სპარინგი იგეგმება.
  • 2016 წელს საქართველო პირველად ეთამაშა შოტლანდიას და სტუმრად 16:43 დამარცხდა.

შოტლანდიური Sportsmail-ის ინცორმაციით, შოტლანდიის სარაგბო ნაკრები 2019 წლის ზაფხულში თბილისში ჩამოსვლას გეგმავს! 

► პრობლემა სახელად საქართველო - ევროპის ჩემპიონატი ხომ არ ჩაგვეტარებინა?

► როდის შეიძლება გაიღოს ექვსი ერის კარი საქართველოსთვის?

ამით შესაძლოა, შოტლანდიის ნაკრები ექვსი ერის პირველი გუნდი გახდეს, რომელიც საქართველოს ეწვევა.

საქმე ისაა, რომ 2019 წელს სექტემბერ-ნოემბერში იაპონიაში მსოფლიოს თასი გაიმართება და ზაფხულში გუნდებს კარგი ტესტ-მატჩები ესაჭიროებათ გასახურებლად. 

2011 წლის მსოფლიოს თასი. საქართველო-შოტლანდია 6:15

გამოცემა ამტკიცებს, რომ სკოტებს ჭკუაში დაუჯდათ ორი ასეთი მატჩის გამართვა საქართველოს ნაკრებთან 2019 წლის ზაფხულში, ერთს თბილისი უმასპინძლებს, მეორეს კი - ედინბურგის "მარიფილდი". 

შოტლანდია-საქართველო, 2016 წ.

Sportsmail-ის კორესპონდენტი რობ რობერტსონი ტვიტერზე შოტლანდიელ ფანებს თბილისში სტუმრობის პერსპექტივაზე ეკითხება.

PressReader: "საქართველო შოტლანდიისთვის ბრწყინვალე სპარინგ-პარტნიორი იქნება მსოფლიოს თასის წინ

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 2016 წლის ნოემბერში შეხვდა შოტლანდიის ნაკრებს და სტუმრად 16:43 დამარცხდა. 

კომენტარები