Thumbnail
  • ვაკო ყაზაიშვილი MLS-ში ლეგიონერად აღარ ითვლება
  • სან ხოსეში 9 ლეგიონერი რჩება, მათ შორის კაშია

MLS-ის კლუბმა სან ხოსე ერზკვეიკსმა გამოაცხადა, რომ მისმა ქართველმა ლეგიონერმა ვაკო ყაზაიშვილმა U.S. Green Card მოიპოვა და ამიერიდან MLS-ის წესებით, ის ლეგიონერად აღარ ითვლება. ამით სან ხოსეში ლეგიონერების რიცხვი 10-დან 9-მდე ჩამოვიდა და ერთი ადგილიც გამოთავისუფლდა ტრანსფერისთვის. შეგახსენებთ, რომ კალიფორნიულ კლუბში კიდევ ერთი ქართველი, გურამ კაშია თამაშობს, რომელიც ლეგიონერად ითვლება. 

ვაკო ყაზაიშვილი 2017 წლის ივნისში გადავიდა სან ხოსეში. მან კლუბის მაისურით 46 თამაშში (34 სასტარტოში) 15 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი მიითვალა. 

შეგახსენებთ, რომ Major League Soccer-ის ახალი, რიგით 24-ე სეზონი 2 მარტს იწყება. შარშან 23 კლუბში სან ხოსემ უკანასკნელი ადგილი დაიკავა (სულ 4 მოგება). ახალ სეზონში კლუბების რიცხვი 24-მდე გაიზარდა (ცინცინატი დაემატა). 

კომენტარები

ბოლო ამბები