Thumbnail
  • ქართული ჭიდაობის სკანდალს შოთა ხაბარელი გამოეხმაურა
  • ვეტერანი ძიუდოისტი შერიგების აუცილებლობაზე საუბრობს

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რის შემდეგაც გაათავისუფლეს პატიმრობიდან. ამასთან, ის რჩება საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე. ჯერჯერობით გაურკვეველია რა ბედი ელის ზურაბ დათუნაშვილს, რომელიც დაპირისპირებულია გეგეშიძეს და ჭიდაობის ფედერაციას. აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა ვეტერანმა ძიუდოისტმა და ქართული ოცნების წევრმა შოთა ხაბარელმა...

“დაუსჯელობის სინდრომი არ არსებობს, რადგან გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო. მთავარია დამშვიდდეს ვითარება და მოხდეს შერიგება, ამისთვის კი ზურაბ დათუნაშვილთან დალაპარაკებაა საჭირო. ვეტერანი და ახალგაზრდა სპორტსმენების შერიგება უნდა მოხდეს. წინ ოლიმპიური თამაშებია და დასაკარგი სპორტსმენები არ გვყავს. მით უმეტეს, ასეთი სპორტსმენის საქართველოდან წასვლა დაუშვებელია”. - განაცხადა შოთა ხაბარელმა.

გეგა გეგეშიძე სისხლის სამართლის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით იყო ბრალდებული, რაც ძალადობას გულისხმობს. ძალადობის ფაქტი ახლახან თბილისის სპორტის სასახლეში გამართულ ჩემპიონატს უკავშირდება, სადაც გავრცელებული კადრების თანახმად, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს ფიზიკურად გაუსწორდა.

მეტი ამ თემაზე

კომენტარები

ბოლო ამბები