Thumbnail

'მამაო მომიგზავნეს, პრივილეგიებს დამპირდა!' - დათუნაშვილისთვის ეს პრობლემაა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • დათუნაშვილის პირველი კომენტარი გეგეშიძის გათავისუფლების შემდეგ
  • ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კაპიტანს პრივილეგიებს დაპირდნენ

ჭიდაობის სკანდალი გრძელდება!

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რის შემდეგაც პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ის საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე რჩება.

გეგეშიძის გათავისუფლების შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა საქართველოს ბერძნულ-რომაული ნაკრების კაპიტანმა ზურაბ დათუნაშვილმა, ვისთან დაპირისპირებასაც მოჰყვა ეს სკანდალი.

“მომიგზავნეს მამაო, რომელმაც მითხრა რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე მინდა და ყველანაირად პრივილეგირებული ვიქნები. ჩემი პასუხი იყო, რომ ზუსტად ამ პრივილეგიებთან დაკავშირებით მაქვს პრობლემები. პირადად მე გამოვრიცხავ გეგა გეგეშიძესთან თანამშრომლობას. დროის ამბავია და მჯერა, რომ ის დატოვებს თანამდებობას და სამართალი იზეიმს”. - განაცხადა ზურაბ დათუნაშვილმა.

გეგა გეგეშიძე სისხლის სამართლის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით იყო ბრალდებული, რაც ძალადობას გულისხმობს. ძალადობის ფაქტი ახლახან თბილისის სპორტის სასახლეში გამართულ ჩემპიონატს უკავშირდება, სადაც გავრცელებული კადრების თანახმად, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს ფიზიკურად გაუსწორდა.

კომენტარები

ბოლო ამბები