Thumbnail

მერებაშვილის 3 გოლი და საგოლე გადაცემა - ვისლამ მეტოქეს 12-ჯერ გაუტანა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • სოტირასი 0:12 ვისლა პლოცკი
  • ჰეთ-თრიკის შესასრულებლად გიორგის 14 წუთი დასჭირდა

გიორგი მერებაშვილის ვისლა პლოცკი პოლონეთის ჩემპიონატის განახლებამდე ამხანაგურ მატჩებს მართავს. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა კვიპროსულ სოტირასთან შეხვედრაში 12-ჯერ მოახერხა მეტოქის კარში გოლის გატანა. მასპინძლებმა პირველ ტაიმი 5:0 მოიგეს, მეორე ნახევარში კი კიდევ 7 გოლი გაიტანეს.

მერებაშვილმა 14-წუთიან მონაკვეთში სამჯერ გამოიჩინა თავი. გიორგიმ 75-ე, 81-ე და 89-ე წუთებზე გაიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა ერთი საგოლე გადაცემაც შეასრულა. მერებაშვილის გარდა, სამი გოლით კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოირჩა - ვისლას ბრაზილიელი ლეგიონერი რიკარდინიო.

პოლონეთის ჩემპიონატი 8 თებერვალს განახლდება. ვისლა პლოცკი 21-ე ტურში ლეგიას საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს.

მატჩის მიმოხილვა 📺

Bramki z meczu Onisilos Sotira - Wisła Płock

🔴 Wisła Płock pokonała dziś w sparingowym meczu drużynę Onisilos Sotira aż 12:0 (5:0)! Zobaczcie wszystkie trafienia Naciarzy z tego spotkania. 🎥⚽

Posted by Wisła Płock on ხუთშაბათი, 24 იანვარი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები