Thumbnail

საკალათბურთო სუპერლიგა | დელტამ მოიგო და მეოთხე ადგილზე გამაგრდა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ოლიმპიურ სასახლეში გამოტოვებული მატჩი გაიმართა
  • შსს აკადემია-ტიტები დელტას დაუპირისპირდა

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სუპერლიგის მე-6 ტურის გამოტოვებული მატჩი გაიმართა, რომელშიც შსს აკადემია-ტიტები და დელტა დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. სატურნირო ცხრილში დელტა მეტოქეს ერთი ქულით უსწრებდა, განვლილ პაექრობაშიც გაიმარჯვა და მეოთხე ადგილზე კიდევ უფრო გაიმაგრა პოზიცია.

მატჩი თანაბარ ბრძოლაში დაიწყო და პირველი პერიოდის შემდეგ, ანგარიში საყაიმო გახლდათ, 24:24. მეორე პერიოდიდან დელტამ დაცვა გაამაგრა და აგრესიული თამაშით სამწამიანში მეტოქე მაქსიმალურად შეზღუდა, თვითონ კი სწრაფად გადადიოდა შეტევებში და პერიმეტრიდან ესროდა. ამან შედეგი მოიტანა და დიდ შესვენებაზე დელტა 9 ქულით იგებდა.

მესამე მეოთხედი დელტამ 16:13 მოიგო, ხოლო ბოლო ათწუთეულში ანგარიშში სხვაობამ 20 ქულას გადააჭარბა და დასკვნითმა წუთებმა აზრი დაკარგა. თამაში სათადარიგოებმა ჩაამთავრეს და საბოლოოდ, დელტას 18-ქულიანი გამარჯვება, 90:72 დაფიქსირდა. 19 ქულითა და 9 მოხსნით გამარჯვებულ გუნდს ბექა ბექაურმა ულიდერა. სატურნირო ცხრილს 15 ქულით ქუთაისი ლიდერობს, 14-14 ქულით მეორე-მესამე ადგილებს თსუ-ჰიუნდაი და დინამო იყოფენ.

დელტა 90:72 ტიტები
ფოტოები: GBF.GE-დან

 

კომენტარები

ბოლო ამბები