Thumbnail
  • არსენალის 30 წლის ნახევარმცველის გადაბირებას ატლეტიკო აპირებს
  • უნაი ემერის გერმანელი ფეხბურთელის ამ ზამთარსვე გასხვივება სურს

ლონდონის არსენალის ნახევარმცველმა მესუთ იოზილმა, რომელსაც გუნდის მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი უნდობლობას უცხადებს, კარიერა შესაძლოა ისევ მადრიდში გააგრძელოს. ესპანური და ინგლისური მედიის ინფორმაციით, თურქული წარმომავლების გერმანელი ნახევარმცველის დამატებით ატლეტიკოა დაინტერესებული.

როგორც ირკვევა, მადრიდელებმა ლონდონელ "მეთოფეებს" იოზილის სანაცვლოდ 18 მილიონი ევრო (დაახლოებით € 20,2 მლნ) შესთავაზეს. 

ცნობილია, რომ არსენალის თავკაცი უნაი ემერი 30 წლის იოზილის გასხვისებითაა დაინტერესებული, რათა მიღებული თანხით გუნდის გაძლიერება ამ სატრანსფერო ფანჯრის პერიოდშივე მოასწროს. თუმცა, გარიგება შესაძლოა ჩიხში ფეხბურთელის საკმაოდ მაღალმა ანაზღაურებამ შეიყვანოს. ნახევარმცველი ლონდონურ კლუბში კვირაში დაახლოებიტ 350 ათას ფუნტს იღებს.

მანამდე მედია წერდა, რომ იოზილს კარიერის იტალიაში გაგრძელების შანსიც გამოუჩნდა. არსენალის წარმომადგენლებს სერია A-ს ერთბაშად ორ კლუბთან - იუვენტუსსა და მილანის ინტერთან ჰქონდათ მოლაპარაკება.

მესუთ იოზილი არსენალში 2013 წლის ზაფხულში, მადრიდის რეალიდან გადავიდა და ლონდონელებთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში მან ინგლისის პრემიერლიგის 13 მატჩში ითამაშა და 3 გოლი და ერთი საგოლე პასი მიითვალა.

თავად ფეხბურთელი ბოლო დროს კარიერიაზე მაღლა ოჯახს აყენებს - ახლახან შვედურ-თურქული წარმომავლობის მოდელზე, "მის თურქეთი 2014"-ზე დაინიშნა.

კომენტარები

ბოლო ამბები