Thumbnail

ოქროს გოლი: ფილ 'ჩიპა' მასინგა კონგოს წინააღმდეგ [1997]

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ფილ მასინგა 49 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • მასინგას გოლით სამხრეთ აფრიკა 1998 წლის მუნდიალზე მოხვდა...

დღეს, როგორც სამხრეთ აფრიკის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა - დანი იორდაანმა განაცხადა, სავადმყოფოში სიმსივნით ყოფილი ფეხბურთელი, ნაკრების ლეგენდა - ფილ მასინგა გარდაიცვალა.

მასინგა ევროპაში პირველად ლიდს იუნაიტედში 1994 წელს გამოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ იორკშირში სამხრეთ აფრიკელს ბევრი მატჩი არ უთამაშია, მისი ტექნიკა და დრიბლინგი კუნძულზე დღემდე ახსოვთ.

მასინგა ნელსონ მანდელასთან ერთად

ეს გოლი მასინგამ 1997 წელს კონგო-ბრაზავილის (დღევანდელი კონგოს რესპუბლიკა) ნაკრების წინააღმდეგ გაიტანა, რითიც სამხრეთ აფრიკა მსოფლიო ჩემპიონატებზე ისტორიაში პირველად მოხვდა!

მასინგა ევროპაში სხვადასხვა დროს ლიდსის გარდა - სალერნიტანაში, სენტ გალენში და ბარიში თამაშობდა. ხოლო ინგლისში დაბრუნებულმა წარუმატებელი საცდელი პერიოდი ქოვენთრი სიტიში გაიარა. ფილ მასინგა სამხრეთ აფრიკის ღირსებას 1992-2001 წლებში იცავდა, სადაც 58 მატჩი - 18 გოლის გატანა შეძლო.

კომენტარები

ბოლო ამბები