Thumbnail
  • მანჩესტერ სიტი 3:0 ვულვზი
  • გვარდიოლას გუნდი ლივერპულს ისევ 4 ქულით ჩამორჩება

მანჩესტერ სიტიმ პრემიერლიგის 22-ე ტურში მე-17 გამარჯვება იზეიმა და ლივერპულს ისევ 4 ქულით ჩამორჩება. პეპ გვარდიოლას გუნდმა ვულვზი 3:0 დაამარცხა. გაბრიელ ჟესუსმა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში მეორე დუბლი შეასრულა. ბრაზილიელმა ანგარიში მე-9 წუთზე ლეროის სანეს გადაცემით გახსნა, მეორე გოლი კი მე-40 წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაიტანა.

მსაჯმა მე-19 წუთზე ბერნანდო სილვას წინააღმდეგ უხეში თამაშის გამო მინდვრიდან ვილი ბოლი გააძევა.

მატჩის საბოლოო ანგარიში კონორ კოდიმ დააფიქსირა, რომელმაც კევინ დე ბრუინის ჩაწოდების შემდეგ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. სიტის 53 ქულა დაუგროვდა და მომდევნო ტურში ჰადერსფილდს ესტუმრება.

პეპ გვარდიოლა: 'ვეცდები ყველამ ითამაშოს. თითოეული ფეხბურთელი გუნდის ნაწილია და არ მომწონს, როდესაც 11 მოთამაშით 4 შეხვედრას ვთამაშობ. ყველა მზად უნდა იყოს. ზოგს უფრო მეტი სათამაშო დრო აქვს, მაგრამ ჩვენ ოთხ ტურნირზე ვთამაშობთ და მოედანზე გასვლის შანსი ყველას ექნება.'

'ჩვენ თუ ვერ მოვიგებთ, ლივერპული ჩემპიონი გახდება. ამიტომაც, უნდა გავიმარჯვოთ ყველა მატჩში. სეზონის ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ.'

მატჩის მიმოხილვა 📺

კომენტარები

ბოლო ამბები