Thumbnail
  • CIES Football Observatory-მ უძვირფასესი ფეხბურთელების რეიტინგი შეადგინა
  • სიის სათავეში პსჟ-ისა და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი კილიან მბაპეა
  • იუვენტუსის თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო რეიტინგში მე-19 ადგილზეა

კვლევითმა ცენტრმა CIES Football Observatory-მ ევროპის ხუთი საუკეთესო ლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების რეიტინგი გამოაქვეყნა. ექსკლუზიური ალგორითმით შედგენილ ასკაციან რეიტინგში, ავტორებმა ფეხბურთელების ასაკი და მათი კონტრაქტების მოქმედების ვადებიც გაითვალისწინეს.

რეიტინგის ლიდერი პარი სენ-ჟერმენისა და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი კილიან მბაპეა. 20 წლის ფეხბურთელი 218,5 მილიონ ევროდ ფასდება.

მეორე ადგილზე ტოტენჰემისა და ინგლისის ნაკრების ფორვარდი ჰარი კეინია (200,3 მლნ ევრო), მესამეზე კი - პსჟ-ის ბრაზილიელი თავდამსხმელი ნეიმარია (197,1).

ხუთეულში არაა ბარსელონას თავდამსხმელი ლიონელ მესი (171,2 მლნ), რომელიც მე-7 პოზიციაზეა, ტურინის იუვენტუსის თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო (127,2) კი ათეულშიც არაა და მე-19 ადგილს იკავებს.

რეიტინგში 27 ფეხბურთელია, რომლის ფასი 100 მილიონ ევროს აღემატება. აქედან 16 მოთამაშე ინგლისი6. ს პრემიერლიგაში გამოდის, 5 - ლა ლიგაში, 3 - სერია A-ში, 2 - ლიგა 1-ში და ერთი - ბუნდესლიგაში. რაც შეეხება უძვირფასესი ფეხბურთელების ეროვნებას, 6 - ბრაზილიელია, 5 - ინგლისელი, 5 - ფრანგი, 2 - არგენტინელი, 2 - პორტუგალიელი, 2 - ბელგიელი, თითო - ეგვიპტელი, გერმანელი, სენეგალელი, ურუგვაელი და იტალიელი.

ტოპ-ათეული

1. კილიან მბაპე (პსჟ, საფრანგეთი) - 218,5 მილიონი ევრო.
2. ჰარი კეინი (ტოტენჰემი, ინგლისი) - 200,3
3. ნეიმარი (პსჟ, ბრაზილია) - 197,1
4. რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი) - 185,8
5. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული, ეგვიპტე) - 184,3
6. პაოლო დიბალა (იუვენტუსი, არგენტინა) - 171,9
7. ლიონელ მესი (ბარსელონა, არგენტინა) - 171,2
8. რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნაიტედი, ბელგია) - 162
9. ფილიპე კოუტინიო (ბარსელონა, ბრაზილია) - 162
10. ლეროი სანე (მანჩესტერ სიტი, გერმანია) - 156,1.

კომენტარები

ბოლო ამბები