Thumbnail

გელა აფრასიძის დებიუტი ჩემპიონთა თასზე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • გელა აფრასიძე ექსეტერის წინააღმდეგ ითამაშებს.
  • მონპელიე ჯგუფიდან გასვლას ეცდება.

13 იანვარს, ჩემპიონთა თასზე, მონპელიეს მთავარ გუნდში გელა აფრასიძის დებიუტი შედგება. მონპელიე სტუმრად ინგლისურ ექსეტერს დაუპირისპირდება. ფრანგულ კლუბს 13 ქულა აქვს, მესამე ჯგუფში მეორე ადგილს იკავებს და უახლოეს მდევარს, ექსეტერს 4 ქულით უსწრებს. შეგახსენებთ, რომ მონპელიეს ღირსებას კიდევ სამი ქართველი იცავს: დავით ქუბრიაშვილი, მიხეილ ნარიაშვილი და კოტე მიქაუტაძე.

პირველი მატჩი საფრანგეთში ექსეტერმა 24:27 მოიგო. ბენუა პაიოგის ტრავმის გამო, მონპელიეს მთავარმა მწვრთნელმა, ვერნ კოტერმა აფრასიძე განაცხადში შეიყვანა.

გელა მონპელიეში მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის შემდეგ გადავიდა. ქართველმა ცხრა ნომერმა კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

კომენტარები

ბოლო ამბები