Thumbnail
  • სტივ მაკნოლტის ამბავი
  • 'სუმო' წელს ლიგის ფეხბურთს დაუბრუნდა...

ინგლისის ასოციაციის თასის პირველ რაუნდში, პრემიერლიგის მესამეადგილოსანი ტოტენჰემ ჰოთსპური მერსისადიულ კლუბს - ტრანმერ როვერსს დაუპირისპირდა. ტრანმერი შარშან ნაციონალურ ლიგაში იყო, წელს კი კლუბი ლიგის ფეხბურთის ყველაზე დაბალ საფეხურზე - მეორე ლიგაში დაწინაურდა.

ინგლისში ათასობით პროფესიული და ნახევრად-პროფესიული კლუბია რეგისტრირებული, ლიგის ფეხბურთს (მეორე ლიგა, პირველი ლიგა, ჩემპიონშიფი, პრემიერლიგა) კი მხოლოდ 92 თამაშობს. ტრანმერთან ერთად, ერთგვარ ელიტაში ქვედა ლიგების კოლორიტული მცველი - სტივ მაკნოლტი იგივე 'სუმო' დაბრუნდა.

მაკნოლტი ტრანმერამდე ფლიტვუდ თაუნში (ჯეიმი ვარდის ყოფილი კლუბი) და ლუტონში თამაშობდა. "ჰარი კეინი ჩვენი პროფესიის ელიტას წარმოადგენს და ვიცით ვის ვუპირისპირდებით" ამბობდა მატჩამდე მაკნოლტი, მატჩამდე, რომელიც ტრანმერმა სახლში 0:7 წააგო.

'სუმო' 90 წუთი მინდორზე იყო. კეინის შემოსვლამდე, მაკნოლტი სპურსის სათადარიგო ფორვარდს - ფერნანდო ლორენტეს იყვანდა, რომელმაც ჰეთ-თრიკი გაიტანა. თუმცა, ტოტენჰემი დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია და ბუნებრივია ლონდონელებთან ასეთი მარცხი არავის უკვირს.

სტივ 'სუმო' მაკნოტლის კარიერა ლივერპულში დაიწყო, სადაც 19-წლამდელთა გუნდს კაპიტნობდა, დღეს, უკვე 35 წლის მოთამაშე, რომელიც წონის პრობლემას მთელი კარიერაა ებრძვის, ფიქრობს, რომ 4-5 წელი კიდევ ითამაშებს "ტრანმერში თავს კარგად ვგრძნობ, დიეტას ვიცავ და ვფიქრობ 4-5 სეზონი კიდევ ვითამაშო..."

კომენტარები

ბოლო ამბები